კომპანია

''ნობლ რეალ ესთეითი'' წარმოადგენს საქართველოს ბაზარზე თანამედროვე და მზარდ უძრავი ქონების კომპანიას, რომლის ძირითადი მიმართულება სწრაფი და მაღალი ხარისხის პროფესიონალური სერვისია, ბინების, კერძო სახლების, მიწების შეფასება, ყიდვა-გაყიდვა-გაქირავება, მათ შორის გთავაზობთ კომერციული უძრავი ქონების მოძიებას საჭირო მოთხოვნების და სტანდარტების გათვალისწინებით.

  • კომპანიის ფილოსოფია, წარმატებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნაა, ვხელმძღვანელობთ ამ პრინციპით, რათა დაგეხმაროთ ბიზნესის განვითარებაში.

''ნობლ რეალ ესთეითი'' ორიენტირებულია თქვენი ინვესტიციის სწორ დაბანდებაზე, ჩვენი რეალტორების და ბროკერების მეგობრული გუნდი ყოველთვის გაგიწევთ პროფესიონალურ კონსულტაციას, დაზოგავთ დროს უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ნებისმიერი ჩანაფიქრის რეალიზებაში.

კომპანია ''ნობლ რეალ ესთეითი'' დაარსდა 2015 წელს ვაჟა მებაღიშვილის (''საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის'' - მართველი საბჭოს წევრი) მიერ, რომლის ხედვა და ძირითადი ფასეულობა კომპანიის დაარსებისას წარმოადგენდა კონცეფციას - მეგობრული და პროფესიონალური მიდგომა საქმისადმი, კონფედენციალობა, ნდობა და გრძელვადიანი თანამშრომლობა.