კომპანია

''ნოუბლ რიალ ისთეითი'' წარმოადგენს საქართველოს ბაზარზე თანამედროვე და მზარდ უძრავი ქონების კომპანიას, რომლის ძირითადი მიმართულება სწრაფი და მაღალი ხარისხის პროფესიონალური სერვისია, ბინების, კერძო სახლების, მიწების შეფასება, ყიდვა-გაყიდვა-გაქირავება, მათ შორის გთავაზობთ კომერციული უძრავი ქონების მოძიებას საჭირო მოთხოვნების და სტანდარტების გათვალისწინებით.

 კომპანიის ფილოსოფია, წარმატებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნაა, ვხელმძღვანელობთ ამ პრინციპით, რათა დაგეხმაროთ ბიზნესის განვითარებაში.

''ნოუბლ რიალ ისთეითი'' ორიენტირებულია თქვენი ინვესტიციის სწორ დაბანდებაზე, ჩვენი რეალტორების® და ბროკერების მეგობრული გუნდი ყოველთვის გაგიწევთ პროფესიონალურ კონსულტაციას, დაზოგავთ დროს უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ნებისმიერი ჩანაფიქრის რეალიზებაში.

კომპანია ''ნოუბლ რიალ ისთეითი'' დაარსდა 2015 წელს ვაჟა მებაღიშვილის (''საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის'' - ორი მოწვევის მმართველი საბჭოს წევრი) მიერ, მისი ხედვა და ძირითადი ფასეულობა კომპანიის დაარსებიდან დღემდე წარმოადგენს კონცეფციას: ხარისხიანი და პროფესიონალური მიდგომა საქმისადმი, კონფედენციალობა, ნდობა და გრძელვადიანი თანამშრომლობა. სწორედ ამან განაპირობა ‘’ნოუბლ რიალ ისთეითი’’-ის ცნობადობა და მაღალი რეპუტაცია საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე. დაუღალავი შრომით, პროფესიონალურ პრინციპებზე დაყრდნობით შეიქმნა ადგილობრივი ბრენდი საერთაშორისო სტანდარტებით.

 

ვაჟა მებაღიშვილი